ამა წლის 23 სექტემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების განხილვას, პლაგიატის პრევენციის მექანიზმებსა და სასწავლო პროცესში ანტიპლაგიატის პროგრამის ეფექტიან გამოყენებას. შეხვედრა ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და მას უძღვებოდა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ სანადირაძე. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხები: აკადემიური კეთილსინდისიერება და ეთიკა: ყურადღება გამახვილდა სტუდენტის…
Read Moreამა წლის 4 სექტემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განმტკიცება, ანტიპლაგიატის ელექტრონული სისტემის ეფექტიანი გამოყენება სასწავლო–კვლევით პროცესში და დაწესებულების ეთიკის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტების იმპლემენტაცია. შეხვედრას უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე. შეხვედრაზე…
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს, სპეციალური მიწვევისთ, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „„ქცევითი დამოკიდებულებები / Behavioral Addictions“, რომელიც გაიმართება Summer Camp 2026-ის ფარგლებში, Wyższa Szkoła Biznesu – National Louis University (WSB-NLU, in Nowy Sącz, პოლონეთი)-ს ორგანიზებით.
Read Moreმიმდინარე წლის 9-10 ივლისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus + CBHE პროექტ ERIC-GE-ს მეორე ეროვნული შეხვედრა ჩატარდა.
სესიებს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია – საქართველოს ტექნიკირი უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი, რომელსაც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის წარმომადგენლები – რექტორები, პრორექტორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები – ესწრებოდნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში XIII საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია იმართება. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს, აერთიანებს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და მკვლევრებს.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსმა, პროფესორმა გულნარა იმედაშვილმა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე სეხნიაშვილმა.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Vechta University (გერმანია, ფეხტა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის სტუდენტები (სწავლების III სემესტრიდან)
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური პერსონალი 8 ივნისიდან 12 ივნისამდე მონაწილეობს Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ Staff Week-ის ღონისძებებში /University of Vechta, გერმანია/.
კვირეულის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა „ინტერნაციონალიზაცია ფეხტას უნივერსიტეტში: ძირითადი გამოწვევები უმაღლესი განათლების ცვალებად გარემოში“.
მიმდინარე წლის 4 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და მექანიზმების განხორციელებაში ჩართულ შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებს: ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ ლექტორებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სიახლეებსა და ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა დოკუმენტში “ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა…
Read More22 მაისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მონაწილეობით, ჩატარდა ვორქშოპი “კვლევები თანამედროვე ფსიქოლოგიაში”. ვორქშოპის მოდერატორი გახლდათ ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნონა ახალაშვილი.
Read Moreივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წიგნის ფესტივალი — „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ეძღვნება, თსუ-ს ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.
Read More
კომენტარები