ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში შპს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა.
სასწავლებელში/ნიუუნიში მობილობის მსურველ პირთა წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა 2023 წლის 24 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა 7 წლიანი აკრედიტაცია. ვულოცავთ ნიუუნის აკადემიურ/მოწვეულ/ ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს!
Read More2023 წლის 23 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სტუდენტთა მე-10 საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე საინტერესო, აქტუალური მოხსენებებით წარსდგნენ ნიუუნის და მისი პარტნიორი სხვადასხვა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები.
Read More2023 წლის 12-16 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობების კვირეულში, რომლიც მასპინძელიც იყო ფეჰტას უნივერსიტეტი (გერმანია). ფეჰტას უნივერსიტეტს კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ ურუგვაის, ალბანეთის, ელ-სალვადორის, კოსოვოსა და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
Read More2023 წლის 9 ივნისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, დაფუძნდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი სტუდენტებისათვის. ზემოაღნიშნული განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა” – ფარგლებში, რომლის მონაწილეებიც არიან:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; …
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შემოვიდა შემოთავაზება ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებიდან 2023-2024 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამების თაობაზე. სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისათვის ტურიზმის მიმართულებით.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეათე სამეცნიერო კონფერენციაზე
„ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“
კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 23 ივნისს.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით;
თეზისები მიიღება 2023 წლის 1 ივნისამდე.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტი სთავაზობს სასწავლო პროგრამას-,,ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“. აღნიშბული პროგრამა არის უფასო საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისათვის და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.
Read More2023 წლის 11 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლეველი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნანა ციხისთავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიწვევით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამ დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის.
Read More2023 წლის 4-9 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. პრაღასა (ჩეხეთი) და დრეზდენში (გერმანია). ვიზიტის ფარგლებში ქ. პრაღის პან ევროპულ უნივერსიტეტსა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
Read More
კომენტარები