2023 წლის 10 ნოემბრიდან გამოცხადდა პროფესორთა ატესტაცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე უვადოდ არჩეული პროფესორ(ებ)ისათვის;
ატესტაციის ვადები:
საატესტაციო საბუთების მიღება: 13.11.2023 – 14.11.2023
საატესტაციო საბუთების განხილვა: 15.11.2023
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან.
Read More31 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა შეხვედრა Goodwill • გუდვილის წარმომადგენლებთან: HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი: ხათუნა ჩხარტიშვილი და შერჩევის სპეციალისტი: გვანცა ედიშერაშვილი
შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილდა Goodwill • გუდვილის საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე.
2023 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და ცენტრალური ამერიკის ელ-სალვადორის რესპუბლიკის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტთან. მემორანდუმს ხელს აწერენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფ. თამარ გარდაფხაძე და ელ-სალვადორის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტის რექტორი ხოსე სალვადორ ალვარენგა რივერა.
Read Moreსლოვაკეთის რესპუბლიკა აცხადებს ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამას 2023-2024 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD მკვლევრებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს; სტუდენტებს და PhD მკვლევრებს ასევე შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული ექსპერტთა ცენტრი“, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ეროვნულ უნივერსიტეტებთან ერთად, 2023 წლის 29 ოქტომბერს, გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ ინტერნეტ კონფერენციაზე
“გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თანამედროვე საფრთხეები”.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე;
სტუდენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 ავისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი, ჩამოეწერება (გაუნულდება) 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება.
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (რუმინეთი) პროგრამის ფარგლებში აუცილებელია 8-საათიანი სალექციო თემატიკის წაკითხვა მასპინძელ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სასურველი პროგრამები: ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება აუცილებელი დოკუმენტაცია:
რეზიუმე (CV);
სამოტივაციო წერილი;
სალექციო თემატიკის შინაარსის წარდგენა;
ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი. შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 4 სექტემბერს და გაგრძელდება 8 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე. რეგისტრაციის ვადები: 21 აგვისტო – 28 სექტემბერი. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში). სწავლის ხანგრძლივობა: 2023 წლის 2 ოქტომბერი – 2024 წლის 1 ივლისი.
Read More
კომენტარები