საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერის საკითხებზე – პოლონეთში

2026 წლის 17–18 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ნოვი-სონჩში (Nowy Sącz), WSB-NLU აკადემიის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს. ორდღიანი კონფერენცია გააერთიანებს გამოცდილ მკვლევრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ბავშვთა განვითარების, ადრეული დიაგნოსტიკის, განათლებისა და თერაპიის ინოვაციური მიდგომები. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო ცოდნისა…

Read More

გიწვევთ გრანდიოზულ სადღესასწაულო წვეულებაზე

WELCOME PARTY ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და რექტორის თანადაფინანსებით! ✨ გიწვევთ გრანდიოზულ სადღესასწაულო წვეულებაზე! გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების თანხვედრა — წვეულებას ვიწყებთ Graduation-ით და ვაგრძელებთ Welcome Party-თ! მუსიკალური ბენდი და ენერგიული DJ; სახალისო აქტივობები და სიურპრიზები; სასიამოვნო გარემო ურთიერთობებისა და აღნიშვნისთვის; დაუვიწყარი ემოციები და სადღესასწაულო ატმოსფერო. თარიღი: 23 ნოემბერი დასაწყისი: 18:00…

Read More

ევროპული აკადემია – სელარტის (ჟენევა, შვეიცარია) შეთავაზება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაცია – ევროპული აკადემია – სელარტი (SELART European Academy, ჟენევა, შვეიცარია)  ნიუუნის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამებსა და აქტივობებს: 1. ერთწლიანი პროფესიული პროგრამები სტუდენტებისთვის: პროგრამები ხორციელდება დსტანციურ (იონლაინ) რეჟიმში, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა და ნიუუნიში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის პარალელურად…

Read More

საინფორმაციო შეხვედრა: საერთაშორისო კრედიტ მობილობა და გაცვლითი პროგრამები

2026 წლის 6 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი — ნიუუნის პირველკურსელ სტუდენტებთან საერთაშორისო კრედიტ მობილობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნანა ციხისთავმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ისაუბრა ევროპის, ამერიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებისა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში…

Read More

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან: აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნიში პირველკურსელ სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის საკითხებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ სანადირაძე. პრეზენტაციის ფარგლებში პირველკურსელებს დეტალურად განემარტათ აკადემიური კეთილსინდისიერების არსი, სტუდენტის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტები და ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძველია ნიუუნიში ხარისხიანი სასწავლო და კვლევითი…

Read More

სამუშაო შეხვედრა – მეცნიერებათმზომელობის მოდულის ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროგრამებში და კვლევითი შესაძლებლობების განვითარება

2026 წლის 28 და 29 სექტემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა: „მეცნიერებათმზომელობის მოდულის ინტეგრაცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში: ინსტიტუციური ხედვა, კვლევითი შესაძლებლობების განვითარება და სამომავლო პერსპექტივები“. ღონისძიება განხორციელდა ERIC-GE პროექტის ფარგლებში და მისი მიზნია სასწავლებლის კვლევითი შესაძლებლობებისა და საქმიანობის გაძლიერება, მეცნიერებათმზომელობის მიმართულების დანერგვა  და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის…

Read More

შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 29 სექტემებრს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ კოპალეიშვილმა საინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრა გამართა პირველი კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდა შემდეგ საკითხებზე: ნიუუნის მისია, მიზნები, ხედვა და ღირებულებები; სასწავლო პროცესის რეგულირება დაორგანიზება; აკადემიური კალენდარი; სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა; შეფასების სისტემა; საგამოცდო პროცესი; აპელაციის პროცედურა; წარჩინებული სტუდენტების წახალისების სისტემა;…

Read More

გერმანულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გაფართოვდა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და Macromedia University of Applied Sciences (მიუნხენი, გერმანია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორგანიზაციულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში მჭიდრო პარტნიორობის დამყარებას და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. შეთანხმება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ბევრ საინტერესო, მნიშვნელოვან საერთაშორისო შესაძლებლობას იძლევა.

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 22 სექტემბრიდან სოციალურად   დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს. 1. პროგრამის ფარგლებში   დაფინანსდებიან: 1.1სოციალურად დაუცველი სტუდენტი: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027…

Read More