სპეციალური შეთავაზება აბიტურიენტებს, რომელთაც ვერ გადალახეს კომპეტენციის ზღვარი!

ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე. რეგისტრაციის ვადები: 21 აგვისტო – 28 სექტემბერი. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში). სწავლის ხანგრძლივობა: 2023 წლის 2 ოქტომბერი – 2024 წლის 1 ივლისი.

Read More

ნიუუნის ახალი Erasmus პარტნიორი – პორტუგალია

2023 წლის 19 ივლისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და კავადოს (პორტუგალია) პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას – სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივ კვლევასა და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებას, სამეცნიერო და ტექნიკური მასალების გაცვლასა და განვითარებას,

Read More

რიგგარეშე მობილობა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში შპს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა.
სასწავლებელში/ნიუუნიში მობილობის მსურველ პირთა წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა 2023 წლის 24 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით.

Read More

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა 7 წლიანი აკრედიტაცია

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა 7 წლიანი აკრედიტაცია. ვულოცავთ ნიუუნის აკადემიურ/მოწვეულ/ ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს!

Read More

სტუდენტთა საუნივერსიტეტო  კონფერენცია ნიუუნიში

2023 წლის 23 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სტუდენტთა მე-10 საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე საინტერესო, აქტუალური მოხსენებებით წარსდგნენ ნიუუნის და მისი პარტნიორი სხვადასხვა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები.

Read More

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი საერთაშორისო ურთიერთობების კვირეულზე – ფეჰტა /გერმანია

2023 წლის 12-16 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობების კვირეულში, რომლიც მასპინძელიც იყო ფეჰტას უნივერსიტეტი (გერმანია). ფეჰტას უნივერსიტეტს კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ ურუგვაის, ალბანეთის, ელ-სალვადორის, კოსოვოსა და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

Read More

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი სტუდენტებისათვის

2023 წლის 9 ივნისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, დაფუძნდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი სტუდენტებისათვის. ზემოაღნიშნული განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა” – ფარგლებში, რომლის მონაწილეებიც არიან:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; …

Read More

ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტების შემოთავაზება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შემოვიდა შემოთავაზება ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებიდან 2023-2024 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამების თაობაზე.  სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისათვის ტურიზმის მიმართულებით.

Read More

სტუდენტთა მეათე სამეცნიერო კონფერენცია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეათე სამეცნიერო კონფერენციაზე
„ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“
კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 23 ივნისს.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით;
თეზისები მიიღება 2023 წლის 1 ივნისამდე.

Read More

ტარტუს უნივერსიტეტის შეთავაზება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტი სთავაზობს სასწავლო პროგრამას-,,ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“. აღნიშბული პროგრამა არის უფასო საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისათვის და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.

Read More