მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

2023 წლის 11 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლეველი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნანა ციხისთავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიწვევით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამ დღეს გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის.

Read More

ვიზიტი პრაღასა (ჩეხეთი) და დრეზდენში (გერმანია)

2023 წლის 4-9 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  ქ. პრაღასა (ჩეხეთი)  და დრეზდენში (გერმანია). ვიზიტის ფარგლებში ქ. პრაღის პან ევროპულ უნივერსიტეტსა და  ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

Read More

ერასმუს+ მობილობის პროგრამა

ერასმუს+ მობილობის პროგრამა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიდან ფეჰტას უნივერსიტეტში (გერმანია)
ცხადდება საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ფეჰტას უნივერსიტეტში (გერმანია) ახალი უმაღლესი სასწავლებელი- ნიუუნის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!
სწავლის პერიოდი: 2023 -2024 წლის ზამთრის სემესტრი
სემესტრის ხანგრძლივობა: 01.10.2023 – 31.03.2024

Read More

 საინფორმაციო შეხვედრა

პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების შეთავაზება ნიუუნის სტუდენტებს                      
2023 წლის 24 აპრილს ახალი უმაღლესი სასწავლებელი –  ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი შეხვდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი ეძებს – კონსულტანტს
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
გსურს გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდიელბა და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში
გამოსცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები

Read More

ლიეტუვის სასტიპენდიო პროგრამები

ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველთათვის ცხადდება სასტიპენდიო კონკურსი. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ  ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:

Read More

ანაზღაურებადი სტაჟირებები

12 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მასშტაბური ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტის შესახებ: ,,სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის”. პროექტი ითვალისწინებს 150 სტუდენტის და კურსდამთავრებულის შერჩევას ანაზღაურებად სტაჟირებაზე 50-ზე მეტ კომპანიაში და ამ გზით მათი კარიერული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

Read More

სასტიპენდიო პროგრამები სლოვაკეთში

სლოვაკეთის სახელმწიფო ქართველი სტუდენტებისათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2023-2024 სასწავლო წლისათვის. განცხადებების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

Read More

პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფ. ნანა ციხისთავმა.

Read More

პარტნიორი რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი სტუმრად ნიუუნიში

2023 წლის 14 თებერვალს Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების და საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში სტუმრად იმყოფებოდა პარტნიორი რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ბუქარესტი) ორი პროფესორი: ლავინია სტანიცა და დანიელა ალექსანდრა.

Read More