➡️სასწავლებელში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა 2021 წლის 2 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
ნიუუნიში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
გ) 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
დ) სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტ(ებ)ი (უსდ-ს მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული);
ზ) სასწავლო ბარათი (შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტების და მიღებული შეფასებების მითითებით, დამოწმებული);
თ) უცხო ქვეყნის საგანმნათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლი).
ი) ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბანკის ქვითარი)
საბანკო რეკვიზიტები
“ბაზის ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE08BS0000000046636940
✔ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ
📞+995 592 11 11 00
📞+995 593 91 28 91
💻 info@newuni.edu.ge
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ