მიმიდნარე წლის 24 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა  სამუშაო შეხვედრა გამართა ნიუუნის პერსონალთან და დამსაქმებლებთან.

შეხვედრის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ პერსონალს და დამსაქმებლებს ესაუბრნენ და წარუდგინეს პრეზენტაცია ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკითა და მექანიზმებით განსაზღვრულ პროცედურებზე, რომლებიც გამოიყენება ნიუუნის საქმიანობის, რესურსების, შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. ყურადღება ადმინისტრაციული პერსონალისა და დამსაქმებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ზემოაღნიშნულ პროცესებში.

ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ადმინისტრაციულ პერსონალს და დამსაქმებლებს წარუდგინა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების/გამოყენების ანგარიში 2021-2022 აკადემიური წლის მონაცემებზე დაყრდნობით.