2022 წლის  21 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების (7-წლიანი) და სამოქმედო (3-წლიანი) გეგმებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის გაფართოებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ უსდ-ს, როგორც აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, ისე სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს არსებული ვითარება სტრატეგიული და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ.