ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/. ფესტივალის ფარგლებში, ნიუუნის შუამდგომლობით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.
2021 წელს ნიუუნის მიერ ფესტივალზე სწორედ ქვემო ქართლის რეგიონი იქნა წარდგენილი.
კომენტარები