2022 წლის 27 იანვარს ბრიუსელში (ბელგია) გაიმართა  ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაციის ონლაინ კონფერენცია: The European Strategy for Universities and system-level reforms: Quo vadis?, რომლის მიზანია ევროპული პოლიტიკისა და პროგრამების ეროვნულ რეფორმებთან ურთიერთქმედების განხილვა, რაც წინ უძღვის სისტემის ტრანსფორმაციას 2030 წლისთვის.

კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის წევრი და არაწევრი 71 ქვეყნის 1800 წარმომადგენელი – ევროპული პოლიტიკის შემქმნელები, სამინისტროების წარმომადგენლები, უმაღლესი განათლებისა და მისი კვლევებით დაინტერესებული პირები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების,  მათ შორის ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის წარმომადგენლები -ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, აფილირებული პროფესორი ნათია გოგოლაური და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული პროფესორი ნანა ციხისთავი.

კონფერენციის დღის წესრიგში იდგა ერთი საკითხი – ევროკომისიის მიერ ევროპის უნივერსიტეტებისათვის შემუშავებული ახალი ევროპული სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ინსტიტუციებს შორის კოოპერაციას, სინერგიას ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო მუშაობის  კუთხით;

ზემოაღნიშნული სტრატეგია 3 წელია მუშავდება და მასში ასევე გათვალისწინებულია მოზრდილთა პერმანენტული გადამზადებისა და არაფორმალურ განათლებასთან კოოპერაციის საკითხები. გამოითქვა მოსაზრება, რომ სტრატეგიის აქტივობების იმპლემენტაცია მოხდეს უნივერსიტეტების მისიებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტებში, სამოქმედო გეგმებში.