2021 წლის 23 ოქტომბერს სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში ბიო-მეურნეობათა ასციაციის ,,ელკანა’’-მ, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ,,პურის ფესტივალი’’ ჩაატარა. ფესტავალს ,,საქართველოს ტურიზმის ასოციაციის’’ ორგანიზებით ,,ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი’’-ს სტუდენტები ანუკი შავერდაშვილი, მარიამ მაისურაძე და ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი დაესწრნენ.
ფესტივალის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის წარმოჩინება, სადაც სტუდენტებმა:
• დაამყარეს ახლო კომუნიკაცია აგროტურისტული მიმართულებით არსებულ ადგილობრივ სერვისის მომწოდებლებთან;
• დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პური და ადგილობრივი პროდუქტები;
• დაათვალიერეს ეთნოგრაფიული ნაკეთობები;
• დაესწრნენ წარმოდგენებს ფოლკლორული ანსამბლებისა და ახალციხის თეატრის მსახიობების მონაწილეობით;
• მონაწილეობა მიიღეს იოგის მასტერკლასებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებისთვის
• დაესწრნენ ფოტოგამოფენას – „სამცხე-ჯავახეთი – გვაქვს უთვალავი ფერითა“.
„პურის ფესტივალის“ მონაწილე სტუდენტები პროფესორთა კონსულტაციით ფესტივალთან დაკავშირებით მოამზადებენ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი აგროტურისტული სერვისის მომწოდებლების ბაზას, გადაუგზავნიან საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, რომელიც მიეწოდება ასოციაციის წევრ 130-ზე მეტ კომპანიას. შედეგად, სტუდენტები გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს აგროტურიზმის მიმართულებით და შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს როგორც ტურიზმის კერძო სექტორის, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და განვითარების მიმართულებით.