მიმიდნარე წლის 10 – 13 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა  სამუშაო შეხვედრები გამართა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშრისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან.

შეხვედრის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები სტუდენტებს ესაუბრნენ და წარუდგინეს პრეზენტაცია ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკითა და მექანიზმებით განსაზღვრულ პროცედურებზე, რომლებიც გამოიყენება ნიუუნის საქმიანობის, რესურსების, შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილდა სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ზემოაღნიშნულ პროცესებში.

ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სტუდენტებს წარუდგინა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების/გამოყენების ანგარიში 2021-2022 აკადემიური წლის მონაცემებზე დაყრდნობით.