კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში დღეს დილით დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ნიუ უნის მორიგი გასვლითი საერთაშორისი ტრენინგ-კონფერენცია, რომელზეც განიხილავენ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და სასწავლებლის მიერ შემუშავებულ შემდგომი მუშაობის სტრატეგიას.
კონფერენციას უძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებლს რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე.
ტრენინგ-კონფერენციის მუშობაში აქტიურად არიან ჩართულნი ნიუ უნის აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ნიუ უნის საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.