სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით, ამა წლის 4 ნოემბერს, ხუთშაბათს, 15 საათზე Zoom – ის აპლიკაციით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამების შესახებ.
შეხვედრას წარუძღვება ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნანა ციხისთავი.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე:
რეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ელ.ფოსტაზე. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ვერსიის გამოყენებით.