28 ოქტომბერს, კიკვიძის პარკში გაიმართა დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება”.
ღონისძიების მიზანი იყო სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი კომპანია უკვე აქტიური ვაკანსიებით.
ნიუუნის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუინის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათ საშუალება ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ საინტერესო ვაკანსიებს და მიეღოთ სრული ინფორმაცია.