მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს შედგა საინფორმციო შეხვედრა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017-ის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის” ფარგლებში.
შეხვედრაზე კონსორციუმის წარმომადგენელმა, ლიცენზირების კოორდინატორმა მარიკა ჟორჟოლიანმა – ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სევისების შესახებ, რომელთა სარგებლობის უფლებაც აქვს ზემოხსენებულ პირებს. კერძოდ:
• EIFL – Electronic Information for Libraries;
• საქართველოს ბიბლიოთკების საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი – GILISC;
• ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები – წვდომა გამომცემლობებთან;
• უცხოურ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა;
• Ouriginal (Urkund) – ანტიპლაგიატის სისტემა და ღია წვდომის რეპოზიტორორიუმი;
• საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ციფრული არქივი.
შეხვედრა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017-სა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა ინიციატივითა და ორგანიზებით.