მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე მომუშავე ჯგუფის ჩართულობით, შედგა შეხვედრა პერსონალთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირებთან რეგულარული შეხვედრებისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას საქმიანობის გამჭვირვალობის, კომუნიკაციის გაძლიერებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში.

შეხვედრაზე, მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შედეგად, დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება – სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით დაინერგოს ყოველკვარტალური შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც პასუხისმგებელი პირები მოკლე მოხსენებებს წარადგენენ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებასა და პროგრესთან მიმართებით.