მიმიდნარე წლის 17 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა  სამუშაო შეხვედრა გამართა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშრისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების განხორციელებში ჩართულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.

შეხვედრის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ესაუბრნენ და წარუდგინეს პრეზენტაცია ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკითა და მექანიზმებით განსაზღვრულ პროცედურებზე, რომლებიც გამოიყენება ნიუუნის საქმიანობის, რესურსების, შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილდა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობაზე ზემოაღნიშნულ პროცესებში.

ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს წარუდგინა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების/გამოყენების ანგარიში 2021-2022 აკადემიური წლის მონაცემებზე დაყრდნობით.