ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ტორუნის (პოლონეთი)  ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების და საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით, 2022 წლის 13 ოქტომბერს ნიუუნის სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვიცე დეკანი, დოქტორი არანკა იგნასიაკ-შულცი.

სტუმარმა ნიუუნის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,უკრაინის ომის სოციალური და ეკონომიკური შედეგები და სანქციები – ხედვა პოლონეთიდან და ევროკავშირიდან“. ამასთან, პროფესორმა არანკა-იგნასიაკ შულცმა პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა კოპერნიკის უნივერსიტეტის სასწავლო  და გაცვლით პროგრამებზე.

საჯარო ლექციის შემდეგ, ნიუუნის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლების პერსპექტივები. ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ გამოთქვა მზაობა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს თანამშრომლობა ნიუუნისა და კოპერნიკის უნივესიტეტს შორის.