”საქართველოს ბანკის” სტუდენტური დასაქმების პროგრამა ”ლიდერატორი” მონაწილეთა მეექვსე ნაკადს იღებს.
2022 წლის იანვრიდან, „ლიდერატორის“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომელიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი სტუდენტებს 15 სასწავლო პროგრამას სთავაზობს, რომელშიც ბანკის 45 დეპარტამენტია ჩართული. აღსანიშნავია, რომ „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ტარდება, ხოლო დასრულებული პროგრამის მონაწილეთა 95%-მა საკუთარი კარიერული გზა „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირა.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას