ამ წუთებში „პულმანი აქსის თაუერსის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტთა მეთორმეტე სამეცნიერო კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები ბიზნესში, სოციალურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ სტუდენტები სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით.


კომენტარები