2026 წლის 21–22 აპრილს ნიუუნიში გაიმართა ERIC-GE-Erasmus+ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ადგილობრივი ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და შეფასების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდების დანერგვის გზით.
ტრენინგებს უძღვებოდნენ პროექტში ჩართული ნიუუნის პროფესორები — ნანა ციხისთავი და სოფიო მორალიშვილი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, ჩატარდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სესიები სამეცნიერო საინფორმაციო პლატფორმა Web of Science-ის გამოყენებაზე, მათ შორის რეგისტრაციის, საძიებო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.


კომენტარები