ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტი სთავაზობს სასწავლო პროგრამას-,,ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“. აღნიშბული პროგრამა არის უფასო საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისათვის და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.
Read More2023 წლის 11 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლეველი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნანა ციხისთავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიწვევით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამ დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის.
Read More2023 წლის 4-9 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. პრაღასა (ჩეხეთი) და დრეზდენში (გერმანია). ვიზიტის ფარგლებში ქ. პრაღის პან ევროპულ უნივერსიტეტსა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
Read Moreერასმუს+ მობილობის პროგრამა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიდან ფეჰტას უნივერსიტეტში (გერმანია)
ცხადდება საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ფეჰტას უნივერსიტეტში (გერმანია) ახალი უმაღლესი სასწავლებელი- ნიუუნის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!
სწავლის პერიოდი: 2023 -2024 წლის ზამთრის სემესტრი
სემესტრის ხანგრძლივობა: 01.10.2023 – 31.03.2024
პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების შეთავაზება ნიუუნის სტუდენტებს
2023 წლის 24 აპრილს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი შეხვდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს.
საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი ეძებს – კონსულტანტს
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
გსურს გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდიელბა და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში
გამოსცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები
ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველთათვის ცხადდება სასტიპენდიო კონკურსი. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:
Read More12 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მასშტაბური ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტის შესახებ: ,,სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის”. პროექტი ითვალისწინებს 150 სტუდენტის და კურსდამთავრებულის შერჩევას ანაზღაურებად სტაჟირებაზე 50-ზე მეტ კომპანიაში და ამ გზით მათი კარიერული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
Read Moreსლოვაკეთის სახელმწიფო ქართველი სტუდენტებისათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2023-2024 სასწავლო წლისათვის. განცხადებების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
Read Moreსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფ. ნანა ციხისთავმა.
Read More
კომენტარები